იყავი მხნედ! მელანომის დღეები

მთელ მსოფლიოში მაისი გამოცხადებულია მელანომის თვედ. მელანომის დღეები არის ყოველდღიური საინფორმაციო კამპანია, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას კანის კიბოს ყველაზე აგრესიული სახეობის - მელანომის შესახებ, მიიპყროს საზოგადოების ყურადღება და გაანათლოს იმის შესახებ, თუ რამდენად არსებითია დროულად ჩატარებული დიაგნოსტიკა, მიაწოდოს ინფორმაცია კანის კიბოს პროფილაქტიკის და მკურნალობის შესახებ. ამ ღონისძიების ფარგლებში ადამიანებს ვთავაზობთ ყურადღება მიაქციონ თავიანთ ხალებს და კანის სხვა წარმონაქმნებს და შეამოწმონ ისინი ექიმ-დერმატოლოგის და ონკოლოგის კონსულტაციის მეშვეობით. ლატვიაში მელანომის დღეების ფარგლებში ლატვიის საუკეთესო მედიკოსები ერთიანდებიან, რომ მიაწოდონ უფასო კონსულტაციები პაციენტებს და დაეხმარონ მელანომის დროულად აღმოჩენაში.

ყოველწლიურად ეს საინფორმაციო კამპანია საშუალებას იძლევა დროულად იქნეს აღმოჩენილი და დიაგნოსტირებული მელანომის შემთხვევები.