მელანომის დღეები 2017

ყველა ადამიანს აქვს ხალები, თუმცა ყველამ არ იცის, რომ ხალები შეიძლება გადაიქცეს მელანომად - ერთ-ერთ ყველაზე აგრესიულ კანის კიბოს სახეობად.

მსოფლიოში ყოველწლიურად მელანომა იწირავს ~55 000 ადამიანის სიცოცხლეს.

თუ ადრეულად ხდება მისი აღმოჩენა და დროულად იწყება მკურნალობა, უმეტეს შემთხვევებში მელანომა განკურნებადია.

ხალების სკრინინგის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით და იმისთვის, რომ დახმარება გაეწიოს მელანომის უფრო სწრაფ აღმოჩენას და დიაგნოსტირებას, წელს მელანომის დღეების ფარგლებში თითოეულს ვიწვევთ შეამოწმოს საკუთარი ხალები მობილური აპლიკაციის We Care Be Aware გამოყენებით.

აპლიკაცია იძლევა ხალების სწრაფი სკრინინგის საშუალებას ექიმთან უშუალო ვიზიტის გარეშე და ინფორმაციის მიღების შესაძლებლობას პირად ელექტრონულ მისამართზე ხალების შესახებ - არის თუ არა ისინი საშიში.

მობილური აპლიკაციის მეშვეობით მიღებეულ ხალებს შეაფასებს ექიმი-ონკოლოგი.

იყავით გულისხმიერები, დაეხმარეთ მობილური სკრინინგის ჩატარებაში თქვენს ახლობლებსაც - ბავშვებს, მშობლებს, მეგობრებს, ბებიებს და ბაბუებს, და ა.შ., რომლებიც ყოველდღიურად არ იყენებენ სმარტფონებს (ბრძენ ტელეფონებს)! ასევე, თხოვეთ გვერდით მყოფებს დაგეხმარონ სხეულის რთულად მისადგომ ადგილებში(მხრებზე, ზურგზე და ა.შ.) მდებარე ხალებზე ფოტოების გადაღებაში.



მობილური აპლიკაცია ხელმისაწვდომია Apple AppStore & Google Play.

მათი გამოყენების ინსტრუქცია ხელმისაწვდომია ნაწილში მობილური აპლიკაცია/გამოყენება აქ.