5 - ნაბიჯიანი სისტემა მელანომის დასადგენად

ასეთ კრიტერიუმებს იყენებენ მედიცინის სპეციალიტები მელანომის ადრეული დიაგნოსტიკისთვის. ყურადღება მიაქციეთ შემდეგ ნიშნებს - ასიმეტრია, არარეგულარული კიდეები, ფერის არათანაბარი განაწილება ან დიდი დიამეტრი (6 მმ-ზე მეტი). და ბოლოს, ყურადღება მიაქციეთ ხალების განვითარებას და რეგულარულად აწარმოეთ დაკვირვება კანის წარმონაქმნების ცვლილებებზე.

თუკი შეამჩნევთ ერთს ან მეტს ქვემოთ ჩამოთვლილი ნიშნებიდან, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს (დერმატოლოგს). გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ მელანომის ყველა შემთხვევის კლასიფიცირება არ ხდება აღნიშნული პარამეტრების მიხედვით, ამიტომ გირჩევთ, ნებისმიერი ეჭვის შემთხვევაში მიმართოთ სპეციალისტს.

მელანომის დიაგნოსტიკაში შემდეგი ნიშნები ითვლება საეჭვოდ:

  • ასიმეტრია
    მელანომის ფორმა ხშირად ასიმეტრიულია, კეთილთვისებიანი კანის წარმონაქმნები უმეტესად სიმეტრიულია.

  • საზღვრები
    კიდეები ახასიათებთ. მელანომის საზღვრები, როგორც წესი, არარეგულარულია, რთულად განისაზღვრება.

  • ფერი
    ბევრი ფერის ერთობლიობა ან ფერის არათანაბარი განაწილება ზოგჯერ შეიძლება იყოს მელანომის არსებობის გამაფრთხილებელი სიგნალი. კეთილთვისებიანი ხალი, ჩვეულებრივ, ერთი ფერის ტონითაა შეფერილი.

  • დიამეტრი
    მელანომის დიამეტრი უმეტეს შემთხვევაში 6 მმ-ზე მეტია (აღემატება ფანქრის საშლელის ზომას).

  • ევოლუცია
    ხალების ევოლუცია ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია მელანომის დიაგნოზში. თუ ხალი დროის მოკლე მონაკვეთში (3-6 თვის განმავლობაში) იცვლის ფერს და/ან ზომას, დაუყოვნებლივ გაიარეთ კონსულტაცია სპეციალისტთან!