მელანომის რისკის ჯგუფი

შესაძლოა თქვენ გქონდეთ მელანომით დაავადების შედარებით მაღალი რისკი, თუ შეესაბამებით ქვემოთ ჩამოთვლილ, სულ მცირე, 5 კრიტერიუმს:

  • ღია ფერის კანი, თმა და თვალები.
    ღია ფერის კანი, ქერა ან წითური თმა და ღია ფერის თვალების ფერი ვერ უზრუნველყოფს ულტრაიისფერი სხივებისგან დაცვას, მიუხედავდ ამისა, უნდა გვახსოვდეს, რომ ასევე მუქი კანი და თმა არ გამორიცხავს მელანომის რისკს.

  • სოლარიუმის გამოყენება.
    სოლარიუმის გამოყენება 30 წლის ასაკამდე ზრდის მელანომის რისკს 75%-ით.

  • ულტრაიისფერი სხივები.
    მიუხედავად იმისა ულტრაიისფერი სხივები ბუნებრივი თუ ხელოვნური წარმოშობისაა, მათთან შეხების შეზღუდვა შეამცირებს დაავადების რისკს.

  • ოჯახის ისტორია
    თუკი ოჯახის რომელიმე წევრს დაუდგინდა მელანომა, არსებობს დაავადების შედარებით მაღალი რისკი ყველა პირველი ხარისხის ნათესავისთვის

  • მზით დამწვრობა ახალგაზრდობაში
    მხოლოდ ერთხელ მზით დამწვრობა, მიღებული ახალგაზრდობაში, აორმაგებს ადამიანის მელანომის რისკის მაჩვენებლებს დარჩენილი ცხოვრების მანძილზე.

  • ხალების დიდი რაოდენობა
    ადამიანებისთვის, რომლებსაც 50 და მეტი ხალი აქვთ, მელანომით დაავადების მეტი რისკი არსებობს.

  • მანამდე დიაგნოსტირებული მელანომა
    ადამიანებისთვის, რომელთაც ადრე მელანომის დიაგნოზი ქონდათ დასმული, არსებობს დაავადების განმეორების უფრო მაღალი რისკი.

  • დასუსტებული იმუნური სისტემა
    სხვადსხვა ქრონიკული დაავადებები და დასუსტებული იმუნური სისტემა ზრდის დაავადების რისკს.

  • ასაკი
    ყველაზე მეტად მელანომა გავრცელებულია 50 წლის ასაკის ზემოთ, თუმცა ბოლო წლებში სულ უფრო და უფრო მეტად გვხვდება მელანომის შემთხვევები სწორედ ახალგაზრდებში.