მკურნალობა

გამომდინარე იქიდან, თუ მელანომის რა სტადია დადგინდა, ხელმისაწვდომია მკურნალობის რამდენიმე შესაძლებლობა, რომელსაც თქვენი ექიმი გირჩევთ. თუ თქვენ გაქვთ ახლადაღმოჩენილი მელანომა, მნიშვნელოვანია იცოდეთ მკურნალობის ყველა ხელმისაწვდომი შესაძლებლობა.
ლატვიაში არის მელანომის დიაგნოსტიკის და მკურნალობის სხვადასხვა სპეციალიზირებული სამედიცინო დაწესებულებები. სამკურანლო დაწესებულებების დათვალიერება შესაძლებელია ნაწილში სპეციალისტები (ლინკი სპეციალისტების ნაწილზე).
ქვემოთ ჩამოთვლილია მელანომის მკურნალობის ტიპიური მეთოდები. ავადმოყოფობის ისტორიაზე, გამოკვლევების შედეგებსა და დიაგნოზის სტადიაზე დაყრდნობით ექიმს შეუძლია შეარჩიოს მკურნალობის ერთი ან რამდენიმე მეთოდი.

  • ქირურგია
    ქირურგიას მიმართავენ მელანომის ადრეული სტადიის შემთხვევებში. არსებობს სხვადსხვა ქირურგიული მეთოდი, რომლებსაც იყენებენ მელანომის სამკურნალოდ.

  • სხივური თერაპია
    სხივური თერაპია არის ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის მეთოდი, რომელშიც იყენებენ რენტგენის სხივებს ან სხვა სხივურ მეთოდს კიბოს უჯრედების გასანადგურებლად ან მათი ზრდის შესაჩერებლად.

  • ქიმიოთერაპია
    ქიმიოთერაპია არის სისტემური თერაპიის მეთოდი ონკოლოგიური უჯრედების გასანადგურებლად, ავთვისებიანი უჯრედების ზრდის შესაჩერებლად და გაყოფის თავიდან ასაცილებლად მთელ სხეულში, მედიკამენტების გამოყენებით.

  • იმუნოთერაპია
    იმუნოთერაპია სისტემური თერაპიაა, რომელსაც იყენებენ მელანომის განმეორების მაღალი რისკის და მისი მეტასტაზების მკურნალობისას. იმუნოთერაპია ააქტივებს იმუნურ სისტემას, ხდის მას უნარიანს ამოიცნოს კიბოს უჯრედები და გაანადგუროს ისინი. ვიროთერაპია არის იმუნოთერაპიის ერთ-ერთი მეთოდი, სადაც გამოიყენება განსაკუთრებული ვირუსის შემცველი მედიკამენტი. ის მოქმედებს ადამიანის იმუნური სისტემის გააქტივებით და ავთვისებიანი კიბოს უჯრედების აღმოჩენით და განადგურებით.

გვერდითი მოვლენები
კიბოს მკურნალობის თითქმის ყველა მეთოდს შეუძლია გვერდითი მოვლენების გამოწვევა. მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ თითოეული ორგანიზმი მკურნალობაზე განსხვავებულად რეაგირებს და ასევე სხვადსხვანაირად გრძნობენ მკურნალობის გვერდით მოვლენებს. ნებისმიერი გვერდითი მოვლენების შეგრძნების შემთხვევაში არსებითად მნიშვნელოვანია მათ შესახებ აცნობოთ თქვენს ექიმს ან თერაპიის სპეციალისტს.