რა არის ვიროთერაპია?

ონკოლიზური ვიროთერაპია არის კიბოს მკურნალობა, განსაკუთრებული ვირუსის გამოყენებით, რომელსაც შეუძლია ადამიანის ორგანიზმში ავთვისებიანი სიმსივნის უჯრედების მიგნება და განადგურება.

ადამიანის ორგანიზმში შეყვანის შემდეგ ვირუსი პოულობს და აინფიცირებს ავთვისებიანი სიმსივნის უჯრედებს. ამ პროცესს ეწოდება ონკოტროპიზმი. ვირუსი მრავლდება ავთვისებიანი სიმსივნის უჯრედებში და ანადგურებს მათ. ამ პროცესს ეწოდება ონკოლიზი. ვირუსი არამარტო ანადგურებს კიბოს უჯრედებს, ის ასევე მობილიზებას უწევს ორგანიზმის იმუნური სისტემის ბუნებრივ თავდაცვით უნარს, მათ შორის სიმსივნის უჯრედების წინააღმდეგ.

ვიროთერაპიის, ისევე როგორც სხივური და ქიმიოთერაპიის მიზანს წარმოადგენს კიბოს უჯრედები, თუმცა ვიროთერაპიას გააჩნია რამდენიმე არსებითი უპირატესობა::

  • ვიროთერაპია სელექტიურად ანადგურებს სიმსივნის უჯრედებს, ორგანიზმის ჯანსაღი უჯრედების დაზიანების გარეშე;

  • ვიროთერაპია სტიმულირებას უწევს ორგანიზმის ბუნებრივ თავდაცვით უნარს, იმუნური სისტემის გააქტიურებით, რომელიც სხვა სამკურნალო მეთოდებით ითრგუნება;

  • ვიროთერაპიის გამოყენება შეიძლება იმ სიმსივნეების სამკურნალოდ, რომლებსაც არ გააჩნიათ მგრძნობელობა სხივური და ქიმიოთერაპიის მიმართ, მაგალითად მელანომა;

  • ვიროთერაპიის გამოყენება შეიძლება მკურნალობის სხვადსხვა ეტაპებზე: ოპერაციამდე ან ოპერაციის შემდეგ, ისევე როგორც სხივური ან ქიმიოთერაპიის შუალედებში.

ვიროთერაპია მიჩნეულია კიბოს მკურნალობის უსაფრთხო და ეფექტურ მეთოდად. ის არის მკურნალობის მეთოდი, რომელიც უფრთხილდება ორგანიზმს, მინიმალური გვერდითი მოვლენებით. ყველაზე ხშირად გვერდითი მოვლენებიდან შეინიშნება სიცხის უმნიშვნელო მატება (სუბფებრილიტეტი, 37,5°C-მდე ) ერთიდან სამ დღემდე.



უფრო ფართოდ ინფორმაცია: www.virotherapy.eu