რა არის მელანომა?

მელანომა არის კანის კიბოს ყველაზე აგრესიული ფორმა და ჩნდება მელანოციტებში - უჯრედებში, რომლებიც აწარმოებენ მელანინს. მელანინი არის პიგმენტი, რომელიც ქმნის კანის, თმის და თვალის ფერს. მელანოციტები ხელს უწყობს ასევე ხალების წარმოქმნას, რომლებშიც შესაძლებელია მელანომის განვითარება. მელანომა არის ყველაზე აგრესიული კანის კიბოს ფორმა, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემების თანახმად ყოველწლიურად დგინდება 132 000 მელანომის შემთხვევა და მის გამო სიცოცხლეს კარგავს ათასობით ადამიანი. ამიტომ, არსებითად მნიშვნელოვანია, რომ მელანომის დიაგნოსტირება მოხდეს მისი განვითარების ადრეულ სტადიაში, და ამგვარად გაიზარდოს გამოჯანმრთელების შესაძლებლობა.

ხალები, რომლებიც გამოიყურებიან ჯანმრთელებად, მაგრამ მდებარეობის გამო ხდება მათი რეგულარული ტრავმირება, სასურველია მოშორებული იქნეს კოსმეტოლოგთან/დერმატოლოგთან. აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, რომ საეჭვო ხალის მოშორების წინ, აუცილებელია კონსულტაციის გავლა დერმატოლოგთან ან ონკოლოგთან.

ხალების პირველი საეჭვო ნიშნები:

  • ფორმა ხდება ასიმეტრიული - არარეგულარული, კიდეები ნაწიბუროვანი;
  • წარმოიქმნება შესქელება, დაწყლულოვნება, სისხლდენა;
  • იცვლება ფერი ან ქრება პიგმენტაცია;
  • ცვლილებები ხალების მგრძნობელობაში - ქავილი, ტკივილი, დაქაჩულობის შეგრძნება;
  • ზომა 5 მმ-ზე მეტი, ხალის დიამეტრი მატულობს.